მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი თალასი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი თალასი, სირიელი მეუდაბნოე, მე-5 საუკუნეში ცხოვრობდა. იგი სიყმაწვილიდანვე განმარტოვდა ერთი მთის მწვერვალზე, სოფელ ტარვალის მახლობლად და 38 წელი გაატარა ღია ცის ქვეშ. უფალმა განდეგილს სასწაულქმედების და კურნების ნიჭი მიმადლა. მრავლად იყვნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები და წმიდა მამაც არავის ისტუმრებდა უარით; ღირსი თალასი მშვიდობით მიიცვალა. ღირსმა ლიმნეიმ წმიდა თალასის ხემძღვანელობით დაიწყო მოღვაწეობა და მის გვერდით საკმაოდ დიდი ხანი ცხოვრობდა. შემდგომ ღირსმა ლიმნეიმ ნეტარ მარონთან (ხს.14 თებერვალს) გადაინაცვლა, მთის მწვერვალზე ქვითკირის მცირე, უსახურავო ზღუდე მოიწყო და შიგ დაემკვიდრა. მნახველებთან წმიდანი კედელში დატანიებული მცირე ჭრილიდან საუბრობდა. მოყვასის სიყვარულითა და თანაგრძნობით აღძრულმა წმიდა მამამ თავისი სულიერი შვილების დახმარებით მთის კალთაზე ააგო დავრდომილთა თავშესაფარი. ნეტარმა მოსაგრემ საძმოს ამ მდაბიო და უპოვარ წევრებს, მდუმარება და მარტომყოფობაც კი შესწირა, თავს იდო ზრუნვა მათ სულიერ საკვებზე და დაუცხრომებლად შეაგონებდა, ელოცათ და ედიდებინათ ღმერთი. წმიდა ცხოვრებისთვის ღირს მამას სასწაულქმედების ნიჭი მიემადლა ღვთისაგან. |