მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსმა ვარადატ სირიელმა
#წმინდათა ცხოვრება ღირსმა ვარადატ სირიელმა მეუდაბნოეობის ღვაწლი ანტიოქიის მახლობლად ერთ ქოხში დაიწყო. შემდეგ მან მთის მწვერვალზე ისეთი ვიწრო და დაბალჭერიანი სენაკი მოიწყო, რომ შიგ მხოლოდ წელში მოხრილი შეეძლო ყოფნა. სენაკს კარ-ფანჯრები არ ჰქონდა, კედელში საგანგებოდ დატოვებული ხვრელებიდან კი თავისუფლად აღწევდა ქარი, წვიმა და სუსხი. არც ზაფხულში იყო წმიდა მამა დაცული პაპანაქებისაგან. ახოვანი მოსაგრის გული თანდათან დაიწმინდა ბოროტ ვნებათაგან. მრავალმა ადამიანმა იწყო მასთან სიარული რჩევა-დარიგების მოსასმენად და მორჩილებით აღსავსე მამაც გულმოდგინედ მოძღვრავდა ყველას. ღვთაებრივი მადლის ჭურჭლად ქცეული ბერი მშვიდობით მიიცვალა. |