მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი ათანასე აღმსარებელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ათანასე აღმსარებელი მდიდარ და კეთილმსახურ კონსტანტინოპოლელთა ოჯახში დაიბადა. ის ბავშვობიდანვე ოცნებობდა, უფლისათვის მიეძღვნა თავი და სრულწლოვანებას რომ მიაღწია, ნიკომიდიაში მოციქულთა თავთა სახელობის მონასტერს მიაშურა. მისი კეთილმსახური ცხოვრების ამბავი სამეფო კარზეც შეიტყვეს. ხატმებრძოლთა იმპერატორის, ლეონ სომეხის(813-820) ზეობისას მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი სასტიკად აწამეს, დევნეს და შეავიწროვეს. ნეტარი ათანასე მშვიდობით მიიცვალა 821 წელს. |