მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი ზევინიც
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ზევინიც იმავე მთაზე მოღვაწეობდა. მან ღრმა სიბერემდე იცხოვრა. ღირსი მამის სავანის ახლომახლო მკვიდრნი დიდ პატივს მიაგებდნენ წმიდანს და მისი ლოცვებით განსაცდელებში შეწევნას ღებულობდნდნ. წმიდა პოლიქრონიონი, ზევინის მოწაფე, ბაძავდა მოძღვარს-მანაც მარხვისა და ღამისთევის ღვაწლი იტვირთა. წმიდა პოლიქრონიონი ბორკილებს არ ატარებდა, მაგრამ ლოცვის დროს ბეჭებზე მუხის დიდ ფესვს იდებდა, რომელიც თვითონ ამოთხარა მიწიდან. ერთხელ, გვალვის დროს, წმიდა მამის ლოცვით წვიმა მოვიდა, ქვის ცარიელი ჭურჭელი კი გლახაკთა შესაწევნელად ზეთით აავსო. ღირსი პოლიქრონთან ერთად ცხოვრობდა მისი მოწაფე -მოსე, რომელიც ცდილობდა, ყველაფრით მიებაძა მოძღვრისთვის და მკაცრი, აცკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა. წმიდანი მეორე მოწაფე- ღირსი დამიანე იერად წოდებულ სავანეში დაემკვიდრა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. წმიდა მამას სენაკში მხოლოდ ერთი მომცრო ყუთი ჰქონდა ოსპით, რომელიც მის ერთადერთ საკვებს წარმოადგენდა. ეს წმიდა მამები მშვიდობით მიიცვალნენ მე-5 საუკუნეში, სირიაში. |