მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი პროკოპი
ღირსი პროკოპი აღმსარებელი, დეკაპოლელი (დაახ.750); ღირსი პროკოპი დეკაპოლელი გალილეის ტბის აღმოსავლეთით, დეკაპოლის, ანუ ათქალაქის (მკ. 7,31) ოლქში მოღვაწეობდა. წმიდა პროკოპი თავის მოსაგრესთან, წმიდა ბასილთან(ხს. 28 თებერვალს) და მართლმადიდებლობის სხვა ერთგულ დამცველებთან ერთად ახოვნად აღუდგა წინ ხატმებრძოლთა ერესს. იმპერატორ ლეონ ისავრიელს (717-741) ბრძანებით იგი შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც წმიდა ბასილისთან ერთად იმყოფებოდა მტარვალი მეფის აღსრულებამდე. ამის შემდგომ ღირსი აღმსარებლები გაათავისუფლეს. სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი წმიდა მამამ მშვიდობით განვლო; მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში 750 წელს. |