| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი დომნინა სირიელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი დომნინა სირიელი (ხს. 14 თებერვალს) მოწაფე იყო. მან მშობლების ბაღში ისლით დახურული ქოხი ააშენა და იქ დასახლდა. საზრდელად მხოლოდ წყალში დამბალ ოსპს იღებდა. ღირსი დედა ყოველდღე, განთიადზე და მწუხრზე, ტაძარში დადიოდა ისე თავდაბურული, რომ ვერავინ ცნობდა. მისი ცხოვრების აღმწერლის, ღირსი თეოდორიტეს სიტყვებით, „ღირს დომნინას ძალიან გულში ჩამწვდომი ხმა ჰქონდა და მის სიტყვებს ყოველთვის სინანულის ცრემლები ახლდა“. წმიდა დომნინა მშვიდობით მიიცვალა დაახლ. 450-460 წლებში. |