მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი აღაპი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი აღაპი ვათოპედის სავანეში მოღვაწე მდუმარე ბერის მორჩილი იყო. ის წმიდა ათონის მთაზე გადასულმა თურქებმა შეიპყრეს და მაგნეზიაში წაიყვანეს. 12 წელი იყო აღაპი ტყვეობაში, მაგრამ განთავისუფლების იმედი არ დაუკარგავს, მხურვალედ ევედრებოდა შემწეობას ღვთისმშობელს. ერთხელ ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა მას, გაამხნევა და მოძღვართან დაბრუნება აღუთქვა. ბორკილებისგან სასწაულებრივად განთავისუფლებულმა აღაპიმ ჩააღწია მოძღვრამდე, ამ უკანასკნელმა კი, მორჩიელბის გამოსაცდელად, უკან დაბრუნება უბრძანა სულიერ შვილს. ღირსი აღაპი უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვარს, უკანვე დაბრუნდა და ყველაფერი მოუყვა ბატონს. ასეთი ქცევითა და ზნეობით განცვიფრებულმა ბატონმა არა მარტო გაათავისუფლა აღაპი, არამედ თავის ორ ვაჟთან ერთად თვითონაც გაჰყვა მას წმიდა მთაზე, ბერად აღიკვეცა და სიცოცხლის დანარჩენი დღეები ღვთის სამსახურში გალია. |