მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა ევთალია ქალწული
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ევთალია ქალწული დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა სიცილიის ქალაქ ლეონტინში. ევთალიას წარმართი დედა დიდხანს ავადმყოფობდა. ერთხელ მას ძილში წმიდა მოწამენი ალფიოსი, ფილადელფოსი და კვიპრიანე(ხს.10 მაისს) გამოეცხადნენ და აუწყეს, რომ განიკურნებოდა, თუ ქრისტეს ირწმუნებდა. მართლაც შვილთან ერთად ნათლისღების შემდეგ ავადმყოფი განიკურნა. ევთალიას ძმა, წარმართი სერმილიანე, დისა და დედის მოქცევამ სასტიკად განარისხა. დედა გაექცა შვილის რისხვას, წმიდა ევთალიამ კი მხნედ აღიარა ქრისტე, რისთვისაც ძმამ ის ჯერ სასტიკად აწამა, შემდეგ კი თავი მოჰკვეთა.(257). წმიდა მოწამე ტროადი ჭაბუკი იმპერატორ დეკიუსის დროს(249-251) ეწამა ქრისტესათვის პონტოს ნეოკესარიაში. მისი წამება იწინასწარმეტყველა წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელმა (ხს.17 ნოემბერს). |