მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი იაკობ მმარხველი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი იაკობ მმარხველი (მე-4) ფინიკიის ქალაქ პროთირიონის ახლოს მოღვაწეობდა. ის 15 წელი ცხოვრობდა გამოქვაბულში და განსაკუთრებული ღვთისმოსაობის გამო უფლისაგან სასწაულქმედების ნიჭი მიემადლა. მისი გავლენით ბევრი იქაური მცხოვრები მოექცა ქრისტეს რჯულზე. შემდეგ იაკობი სხვა გამოქვაულში გადავიდა და იქ 30 წელი გაატარა. ეშმაკმა საშინელი გამოსაცდელი მოუვლინა წმიდანს: ერთხელ წმიდანმა ბოროტი სულით შეპყრობილი გოგონა განკურნა, შემდეგ კი ცოდვით დაეცა მასთან. ჩადენილი ცოდვის გამო სინდისის ქეჯნით შეძრწუნებული ბერი დიდხანს დაეხეტებოდა უდაბნოში, ვერსად პოულობდა თავშესაფარს და იქამდეც კი მივიდა, რომ ბერობის დაგდება და ერში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მრავალმოწყალე უფალმა არ დაუშვა მონანული სულის დაცემა. უდაბნოში მოხეტიალე იაკობი მონასტერს გადააწყდა და იღუმენის და საძმოს წინაშე აღიარა თავისი ცოდვა. მიუხედავად იღუმენის რჩევისა, დარჩენილიყო მათან, იაკობმა კვლავ უდაბნოს მიაშურა. ბოლოს ის შეხვდა ერთ მადლითა და სიბრძნით აღსავსე მეუდაბნოეს. მანაც თავისთან დარჩენა შესთავაზა. იაკობი არ დარჩა, მაგამ მეუდაბნოესთან საუბრით გაძლიერებული და დაიმედებული, გამოქვბულში ჩაიკეტა და 10 წლის განმავლობაში სინანულით, ცრემლითა და გოდებით შესთხოვდა უფალს ცოდვის მიტევებას. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და კვლავ მიმადლა სასწაულქმედების ნიჭი. წმიდა იაკობი სიკვდილამდე გამოქვაბულში ცხოვრობდა. |