მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდან მოწამე კონონ ისავრიელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდან მოწამე კონონ ისავრიელი (1) დაიბადა მცირე აზიის ქალაქ ისავრიის მახლობლად მდებარე ბეთანიაში. წმიდა კონონს ბავშვობიდანვე მთავარანგელოზი მიქაელი მფარველობდა, ეცხადებოდა მას და შეეწეოდა ცხოვრებისეულ სიძნელეებში. მშობლების სურვილით კონონი დაინიშნა ქალწულზე, რომელსაც ანა ერქვა. ქორწინების შემდეგ კონონმა ანა ქალწულობის სათნოებაში დაარწმუნა და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სიწმიდით ცხოვრობდა. წმიდა კონომა თავისი მშობლებიც მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მამამისი, წმიდა ნესტორი კერპთაყვანისმცემელთა მხილებისათვის მოწამეობრივად აღესრულა. წმიდა კონონმა დედა და ცოლი ახალგაზრდობაში დაკარგა. წარმართებმა ქრისტეს აღმსარებლობისათვის წმიდა კონონი სასტიკად აწამეს. ეს რომ ისავრიის მცხოვრებლებმა გაიგეს, იარაღით ხელში გაემართნენ წმიდანის დასაცავად. სახალხო აჯანყებით შეშინებული ჯალათები გაიქცნენ, ისავრიელებმა კი წამების ადგილას ნახეს გასისხლიანებული და ცოცხალ-მკვდარი წმიდანი, რომელიც წუხდა, რომ ღვთისგან ჯილდოდ მოწამეობრივი სიკვდილი ვერ მიიღო. ორი წლის შემდეგ წმიდა კონონი მშვიდობით აღესრულა. დაკრძალეს მშობლებისა და მეუღლის გვერდით. |