მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა თეოდორე
აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა კეთილმორწმუნე მთვრისა, თეოდორე სმოლენსკელისა და ძეთა მისთა, დავითისა და კონსტანტინესი, სმოლენსკელ და იაროსლაველ სასწაულმოქმედთა. წმიდა თეოდორე, მეტსახელად „შავი“, სმოლენსკის მთავრის რისტოსლავ მსტისლავის ძის ვაჟი იყო. იგი სიყრმიდანვე გამოირჩეოდა კეთილმსახურებით.მამისეული მემკვიდრეობის განაწილების დროს თეოდორე მცირე ნაწილით დაკმაყოფილდა და მოთმინებით აიტანა იაროსლავლის მთავრის ტიტულის დაკარგვა(ეს პატივი, მთავარ იეროსლავის ქვრივმა, ქსენიამ მიიტაცა). პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, თეოდორემ ოქროს ურდოს ხანის,მენგუ-თემურის ასული შეირთო. წმიდა მთავარი თავის მდგომარეობას ღვთის სადიდებლად იყენებდა: ურდოში მან რამდენიმე ტაძარი ააგო. თეოდორეს მეუღლე ქრისტიანობაზე მოექცა, ანას სახელი მიიღო და საღვთო მოშურნეობით ბაძავდა. 1299 წელს, როცა თეოდორემ სიკვდილის მიახლოება იგრძნო, სქიმა შეიმოსა და მშვიდობით მიიცვალა მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერში. თეოდორეს მიცვალების შემდგომ მისი უფროსი ძე, დავითი ავიდა ტახტზე. იგი 23 წელი კეთილმსახურებით განაგებდა სამთავროს და 1321 წელს მშვიდობით მიიცვალა. მას შეენაცვლა წმ. კონსტანტინე. მამის ღირსეული მემკვიდრეები მის სიახლოვეს დაკრძალეს, მაცხოვრის სავანეში. 1463 წელს მოხდა წმ. თეოდორესა და მისი ძეების-დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება, რასაც მრავალი სასწაულებრივი კურნება ახლდა თან. |