მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი იოანე ხახულელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი იოანე ხახულელი (მე-10-11) ბაგრატ მე-3 ის თანამედროვე სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი და კალიგრაფი იყო. მას როგორც მჭერმეტყველ მქადაგებელს, „ოქროპირი“ უწოდეს. სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ ღირს იოანეს ხელი დაასხეს ჯერ ბოლნისის, შემდეგ კი- ხახულის ეპისკოპოსად. დაახ.1019 წელს ღირსმა იოანემ ხახულის კათედრას თავი დაანება და არსენ ნინოწმინდელთან ერთად ათონის მთას მიაშურა. ჯერ კიდევ საქართველოში შესრულებული ერთ-ერთი ხელნაწერის ანდერძში ნათქვამია:“ლოცვა ყავთ ნეტარისა ბერისა იოანე გრძელისძისა და სულიერი შვილისა მისისა იოანე ოქროპირისთვის, რომელნი ფრიად დაშურეს შრომასა და წერასა ამის წმიდისა წიგნისა“. ათონის მთაზე ღირსი იოანე ერთგულად ამოუდგა მხარში წმიდა ექვთიმე ათონელს(ხს.13 მაისს) და გულითად მეგობრობას უწევდა მას. „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან“ ჩანს, რომ ღირსი იოანე ათონის მთაზევე აღსრულებულა. |