მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი სვიმეონი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი სვიმეონი შუა საუკუნეების ბიზანტიის უდუდესი ღვთისმეტყველი იყო. იგი თავის თხზულებებში გვასწავლის სულიერი სრულყოფილებისათვის მოღვაწეობას, ვნებებისა და ცოდვილი ფიქრების წინააღმდეგ ბრძოლს, შინაგან სიმშვიდეს. მან შექმნა სწავლებანი ბერებისათვის, ლოცვის სამი სახისა და რწმენის შესახებ. გარდა ამისა, ღირსი სვიმეონი იყო გამოჩენილი საეკლესიო პოეტი, ჰიმნოგრაფი. მას ეკუთვნის „საღმრთო ლიტურგიის ჰიმნები“, ღრმა აზრით განმსჭვალული 70 პოემა. ღირსი მამის სვიმეონის სწავლება „ხორცის განღმრთობის“ შესახებ, რომლითაც მას სურდა „ხორცის მოკვდინების“ სწავლების განვითარება(რისთვისაც „ახალი ღვთისმეტყველი“ ეწოდა), ბევრი მისი თანამედროვესათვის უცხო და მიუღებელი იყო. ამან გამოიწვია კონფლიქტი კონსტანტინოპოლის უმაღლეს სამღვდელოებასთან. დაიწყო მისი დევნა. წმიდა მამა წავიდა ბოსფორის სანაპიროზე, პალეკიტონის კონცხზე და დააარსა წმიდა მარინეს სახელობის სავანე. წმიდანი 1021 წელს გარდაიცვალა. მან ჯერ კიდევც სიცოცხლეში მიიღო სასწაულქმედების ნიჭი. მრავალი სასწაული აღსრულდა მისი სიკვდილის შემდეგაც. ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ცხოვრება აღწერა მისმა მოწაფემ, ნიკიტა სტიფატემ. |