მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა იაკობ ეპისკოპოსი
წმიდა იაკობ ეპისკოპოსი (მე-7) წმიდა იაკობ ეპისკოპოსი სიყრმიდანვე ესწრაფვოდა განმარტოებულ ცხოვრებას. მან დატოვა სახლი, სტუდიონის მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. ბერი იაკობი მკაცრ შრომაში, ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს. ღვთისმოსავსა და წმიდა წერილის შესანიშნავად მცოდნე ბერს კატანის(სიცილიის) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ხატმბრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე მე-5 კოპრონიმის(741-775) დროს წმიდა იაკობს არაერთხელ მოსთხოვეს ხატთა გმობა. წმიდა აღმსარებელმა დაითმინა ტყვეობა, შიმშილი, წამება, მაგრამ მართლმადიდებლობა არ უარყვია. წმიდა ეპისკოპოსი იაკობი გადასახლებაში გარდაიცვალა. |