მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი აპოლონი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი აპოლონი 15 წლის ასაკში განმარტოვდა თებაიდის უდაბნოში და იქ 40 წელი გაატარა. შემდგომ ღვთის მინიშნებით, ჰერმოპოლისთან ახლოს დააარსა მონასტერი, სადაც თანდათანობით 500-მდე ბერი შეიკრიბა. წმიდა აპოლონი მკაცრი მმარხველი იყო. ცეცხლზე დამზადებულ საზრდელს მხოლოდ კვირაობით იღებდა, სხვა დროს ბალახეულით იკვებებოდა.

ღირსი აპოლონის მაგალითს მიბაძეს სხვა ბერებმაც. წმიდა მოღვაწე მიიცვალა IV საუკუნეში.