| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი ტიტე საკვირველმოქმედი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ტიტე საკვირველმოქმედი სიყრმიდან ბერული ცხოვრებით მოღვაწეობდა სტუდიონის მონასტერში, კონსტანტინოპოლთან ახლოს. მარხვით, წმიდა ცხოვრებით და სიმდაბლით ღირსმა ტიტემ ძმათა შორის საყოველთაო სიყვარული მოიპოვა და მათივე თხოვნით, მღვდელ-მონაზვნად ეკურთხა. ხატმბრძოლთა ერესის მძვინვარების დროს, ღირსი ტიტე მტკიცედ იცავდა წმიდა ხატების დაცვის მართლმადიდებლურ წესს. სათნო ცხოვრებისათვის მან უფლისგან სასწაულქმედების ნიჭი მიიღო. მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში(9).
|