| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი პუბლიოს მეგვიპტელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი პუბლიოს მეგვიპტელი (6) მოღვაწეობდა ეგვიპტის უდაბნოში იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) დროს. სპარსელებზე გალაშქრების წინ იმპერატორმა გრძნეული გაგზავნა გზის დასაზვერად. ღირსმა პუბლიოსმა სულიწმიდის მადლით შეიტყო იმპერატორის განზრახვა და ლოცვად დადგა. იმპერიაში ცნობილი ჯადოქარი ათი დღის განმავლობაში ელოდა, როდის დაასრულებდა ღირსი მამა ლოცვას, ბოლოს კი იმპერატორთან მივიდა და აუწყა თავის დამარცხება. გამძვინვარებულმა იულიანემ ფიცი დადო, რომ დაბრუნებისთანავე შურს იძიებდა წმიდანზე, მაგრამ ფიცის შესრულება ვერ შეძლო, რადგან მალე დაიღუპა. |