მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი თეოდორა თესალონიკელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი თეოდორა თესალონიკელი (892) ქრისტიანი მშობლების, ანტონის და ქრიზანთას შვილი იყო. სრულწლოვანებას მიღწეული თეოდორა გათხოვდა და ეყოლა ქალიშვილი. სარკინოზთა შემოსევის (823) შემდეგ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თესალონიკში გადასახლდა. აქ ღირსმა თეოდორამ თავისი ქალიშვილი მონასტერში მიაბარა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი თვითონაც მოანაზვნად აღიკვეცა.

წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნოეყო უფალს და თეოდორამ სასწაულქმედების ნიჭი მიიღო.

ღირსი თეოდორა მშვიდობით მიიცვალა 892 წელს.