მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი გიორგი აღმსარებელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი გიორგი აღმსარებელი, მელიტინელი ეპისკოპოსი სიყრმიდან მონაზვნურად ცხოვრობდა. ლეონ ისავრიელის მეფობის (717-741) დროს, მან დევნა დაითმინა წმიდა ხატთა თაყვანისცემისათვის.

კონსტანტინე V პორფიროგენეტის (780-797) ზეობის წლებში წმიდა გიორგის ხელი დაასხეს მელიტინის (კუნძულ ლესბოსზე) ეპისკოპოსად. მისი ცხოვრება გაბრწყინებული იყო უბიწოებითა და სიწმიდით. 815 წელს, ლეონ სომეხის (813-820) დროს, მოხუცი ეპისკოპოსი ხატმბრძოლებმა განდევნეს კათედრიდან და გადაასახლეს ხერსონში, სადაც გარდაიცვალა (820 წლის შემდეგ). მისი გარდაცვალების დღეს მელიტინის ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა.