| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი სერაპიონ მონაზონი (V)
#წმინდათა ცხოვრება ღირსი სერაპიონ მონაზონი (V) ეგვიპტელი იყო. იგი ბავშვობიდანვე უპოვარობით იზრდებოდა, ხანდახან ზედიზედ რამდენიმე დღე უჭმელი რჩებოდა. ერთხელ ღირსმა სერაპიონმა თავისი ქიტონი მოახურა სიცივისაგან აკანკალებულ მათხოვარს და თვითონ ნახევრად შიშველი დარჩა. წმიდა სერაპიონი სხვათა მოსაქცევად განსაკუთრებულად მოღვაწეობდა. ერთხელ, ის მონად მიეყიდა ბერძენ მსახიობს, რომლის მოქცევაც უნდოდა. ქრისტიანული სარწმუნოების მიღების შემდეგ ის შეევედრა ღირს სერაპიონს, დარჩენილიყო მასთან დამრიგებლად და მეგობრად, მაგრამ წმიდანი არც დარჩა და არც გასამრჯელო აიღო. შემდგომ წმიდა სერაპიონი რომში ჩავიდა და იქ განაგრძო ჩვეული მოღვაწეობა. |