მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი: დიასინ ეპისკოპოსი, მარიავ ხუცესი, აბდიესი და სხვა 270 მოწამე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი: დიასინ ეპისკოპოსი, მარიავ ხუცესი, აბდიესი და სხვა 270 მოწამე აღესრულნენ 362 ან 364 წელს, სპარსეთის მეფის საპორ II-ის დროს. ტყვეობაში ჩავარდნილმა ქრისტიანებმა უარი თქვეს სარწმუნოების უარყოფაზე. მათ რიცხვში იყო მოწამე ია, რომელიც ცალკე იხსენიება 11 სექტემბერს.