მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ბასილი აღმსარებელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ბასილი აღმსარებელი, პარიის ეპისკოპოსი (VIII). როდესაც ხატმბრძოლების ერესი აღაშფოთებდა ეკლესიას და მწვალებლობა ძალიან საშიში ფორმებით ებრძოდა სიწმინდეს, წმიდა ბასილი მხნედ გამოვიდა წმიდა ხატების თაყვანისცემის დასაცავად და უარი განაცხადა, ხელი მოეწერა კანონზე, რომელიც ხატების განადგურებას ითვალისწინებდა. წმიდა ეპისკოპოსმა ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ერეტიკოსებთან და თავის ეპარქიაში არ უშვებდა მათ. სარწმუნოების ერთგულებისათვის მან ბევრი დევნა და გაჭირვება დაითმინა და სიცოცხლის ბოლომდე წმიდად იცავდა მართლმადიდებლურ დოგმებს.

წმიდა ბასილი მშვიდობით აღესრულა და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად იცავდა ხატთაყვანისცემის წმიდა წესს.