მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე არდალიონი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე არდალიონი აღესრულა იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ის მსახიობი იყო.

ერთხელ, წმიდა არდალიონი ცირკში ქრისტიანის როლს თამაშობდა. ავტორის ჩანაფიქრით, მსახიობს ჯერ უარი უნდა განეცხადებინა მსხვერპლშეწირვაზე, შემდეგ კი დათანხმებულიყო ქრისტეს უარყოფაზე. მოქმედების მსვლელობისას არდალიონი ხეზე ჩამოკიდეს და წამება დაუწყეს. ის ისე ბუნებრივად განასახიერებდა წამებულს, რომ მაყურებელი აღფრთოვანებული განადიდებდა მის ხელოვნებას. მოულოდნელად წმიდანმა ხალხს გაჩუმება სთხოვა და განაცხადა, რომ ის ჭეშმარიტად ქრისტიანია და არ განუდგება ქრისტეს. ქალაქის მმართველს სურდა ხალხი დაერწმუნებინა, რომ წმიდა არდალიონი თამაშობდა და სანახაობის ბოლოს მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, მაგრამ წმიდანი განაგრძობდა ქრისტეს აღიარებას. მაშინ მმართველმა მისი გახურებულ ღუმელში ჩაგდება ბრძანა.