მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ბასილისა და ანასტასია
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ბასილისა და ანასტასია რომში ცხოვრობდნენ. ისინი ქრისტიანული რწმენის ნათელს წმიდა პეტრე და პავლე მოციქულთაგან ეზიარნენ. მათ ღვთის მსახურებისათვის გადადეს თავი. როდესაც იმპერატორ ნერონის ბრძანებით დაიწყეს ქრისტიანების დევნა და ტანჯვა-წამება წმიდა ბასილისა და ანასტასიას უშიშრად პატრონობდნენ წამებულთა გვამებს. როცა ამის შესახებ ნერონმა გაიგო, წმიდა ბასილისა და ანასტასია შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. წმიდანები უშიშრად აღიარებდნენ მაცხოვრის სარწმუნოებას. ნერონის ბრძანებით მათ თავები მოჰკვეთეს დაახლოებით 68 წელს.