მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მღვდელმოწამე მილი
#წმინდათა ცხოვრება მღვდელმოწამე მილი, სპარსელი ეპისკოპოსი და ორი მოწაფე მისი ამბროსიმე და სინი მე-4 საუკუნეში ცხოვრობდნენ. მილი სპარსელი იყო და ქალაქ სუზაში ქადაგებდა. შემდგომ დაუცხრომელი ღვაწლისათვის იგი ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ნეტარმა მრავალი ტანჯვა და შევიწროება დაითმინა წარმართთაგან, სამი წლის შემდეგ კი იძულებული შეიქმნა სამწყსო დაეტოვებინა. მილი წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ კვლავ სპარსეთში დაბრუნდა, სადაც საპორ მე-2 -ის მიერ ქრისტიანთა დევნისას მახვილებით განგმირეს. წმიდანთან ერთად ქვებით ჩაქოლეს მისი ორი მოწაფე: ამბროსიმე და სინი. უფლის რჩეულები 341წლის 13 ნოემბერს ეწამნენ, მაგრამ რადგან ამ დღეს წმიდა იოანე ოქროპირი იხსენიება, ეკლესიამ მათ მოსახსენებლად 10 ნოემბერი დააწესა. |