მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
აღება შობის მარხვისა
#წმინდათა ცხოვრება 14 ნოემბრის შემდეგ იწყება შობის მარხვა, რომელსაც სხვაგვარად ფილიპეს მარხვასაც უწოდებდნენ, რადგან 14 ნოემბერი- ფილიპე მოციქულის ხსენების დღეა. ეს მარხვა, რომელიც 40 დღე გრძელდება, ქრისტეშობის დღესასწაულისთვის მორწმუნეთა ღირსეულად მოსამზადებლადაა დაწესებული. ცნობები შობის მარხვის შესახებ მე-4 საუკუნიდან გვხვდება, თუმცა მისი დაწესება, უეჭველად, ბევრად უფრო ადრეა სავარაუდო. ძველად შობის მარხვის ხანგრძლივობა სხვადასხვა ეკლესიებში სხვადასხვა იყო. ერთობა ამ საკითხში შემოიტანა 1166 წელს გამართულმა კონსტანტინოპოლის კრებამ, რომელმაც ძველ წეს-განგებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მარხვა ქრისტეშობამდე 40 დღით ადრე დაწესებულიყო. |