მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ
თავი 3

1სარწმუნო არს სიტყუაჲ: უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს.

2ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ,

3არა მეღჳნე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვერცხლის უყუარულ,

4თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა.

5ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსისა სახლისა განგებაჲ არა იცის, ვითარ-მე ეკლესიათა ღმრთისათა მოღუაწებაჲ აგოს?

6ნუ ახალნერგ, რაჲთა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა.

7არამედ ჯერ-არს მისა, რაჲთა წამებაჲცა კეთილი აქუნდეს გარეშეთგან, რაჲთა არა ყუედრებასა შევარდეს და საფრჴესა ეშმაკისასა.

8დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ,

9აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებისაჲ წმიდითა გონებითა.

10და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან.

11ცოლნი მათნი ეგრეთვე ღირსმცა არიან, ნუ მასმენელ, ფრთხილ, მორწმუნე ყოველსა შინა.

12დიაკონნიმცა არიან ერთის ცოლის ქმარ, შვილთა კეთილად ზედამდგომელ და თჳსისა სახლისა.

13რამეთუ რომელნი კეთილად დიაკონობდენ, პატივი თავთა თჳსთა კეთილი მოუგონ და მრავალი განცხადებულებაჲ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.

14ამას მივსწერ შენდა და ვესავ ადრე მოსლვასა ჩემსა;

15ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ.

16და, აღსარებულად, დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ; ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებითა.


წინა თავი შემდეგი თავი