მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები სასოწარკვეთილებისა და მწუხარების შესახებ


შესავალი

„სასოწარკვეთილების სული საშინელ დაავადებასავით უტევს ყველას, თითქოს ის შავი ჭირი იყოს. ცხოვრება აღარ არის სასიამოვნო, ადამიანს არაფრის კეთება აღარ სურს,“ – ამბობს მართალი ბარსანუფი, მარკოზ მოღვაწე კი შენიშნავს, რომ ეს არის სულიერი ჯვარი, რომელიც ცოდვებისაგან განსაწმენდად ეგზავნება მათ, ვისაც სულის ცხონება სურს და იშვიათად – იმათაც, ვისაც ეს არ სურს.

წმიდა მამები გვასწავლიან, რომ სასოწარკვეთილებასა და მწუხარებას უნდა ვებრძოლოთ ჩვენი ძალების შესაბამისად – შრომით, ფსალმუნების კითხვითა და ლოცვით – უპირველეს ყოვლისა კი, მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ.

წიგნში წარმოდგენილია წმინდა მამათა ნააზრევი, რომელიც დაეხმარება მკითხველს გააცნობიეროს თუ რამდენად საშიში და ვერაგი სენია სასოწარკვეთილება და როგორ შეიძლება, ღვთის შეწევნით, თავი დავაღწიოთ მას წმიდა მამათა სულიერი რჩევა-დარიგებებით.


შემდეგი თავი