მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 1

1ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა

2და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა, არამედ შჯულსა უფლისასა არს ნება მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე.

3და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თჳსსა და ფურცელნი მისნი არა დასცჳვენ, და ყოველივე, რაცა ყოს, წარემართოს მას.

4არა ესე უღმრთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტუერი, რომელ აგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა.

5ამისთჳს არა აღდგენ უღმრთონი სასჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა;

6რამეთუ უწყის უფალმან გზაჲ მართალთა და გზაჲ უღმრთოთა წარწყმდეს.


შემდეგი თავი