მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 100 |
1წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო, გიგალობდე და გულისჴმა-ვყო 2გზასა უბიწოსა; ოდეს მოხჳდე ჩემდა? ვიდოდე მე უმანკოებითა გულისა ჩემისათა შოვრის სახლისა ჩემისა. 3არა დავდევ წინაშე თუალთა ჩემთა საქმე უსჯულო და მყოფნი გარდასლვისანი მოვიძულენ; 4არა შემომეყო მე დრკუ გული, გარემიქცევა ბოროტისა ჩემგან მე არა უწყოდე. 5რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო; რომელი ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამო. 6თუალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქუეყანისათა, რათა დასხდენ იგინი ჩემ თანა; რომელი ვიდოდა გზასა უბიწოსა, ესე მმსახურებდა მე. 7არა დაიმკჳდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ყვის ამპარტავნებაჲ; რომელი იტყჳნ სიცრუესა, არა წარემართა წინაშე თუალთა ჩემთა. 8ცისკარს მოვსწყუედდი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა, მოსპოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა უსჯულოებისათა. დიდებაჲ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |