მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 101 |
1ლოცვა გლახაკისა, ოდეს მოეწყინოს და განჰფინოს წინაშე უფლისა თხოვაჲ თჳსი 2უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, და ღაღადებაჲ ჩემი შენდა შევედინ. 3ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; რომელსა დღესა მჭირდეს მე, მოყავ ჩემდა ყური შენი; და რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფლ შეგესემინ ჩემი. 4რამეთუ მოაკლდა, ვითარცა კუამლსა, დღეთა ჩემთა, და ძუალნი ჩემნი, ვითარცა ქარქუეტი, განჴმეს. 5იწყლა, ვითარცა თივა, და განჴმა გული ჩემი, რამეთუ დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი. 6ჴმითა სულთქმისა ჩემისათა შეჰჴმეს ჴორცნი ჩემნი ძუალთა ჩემთა. 7ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოსასა და ვიქმენი მე, ვითარცა ბუჲ ნატამალსა. 8უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი მხოლო სართულსა ზედა. 9მარადღე მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი და მაქებელნი ჩემნი ჩემდამო ფუცვიდეს. 10რამეთუ ნაცარი, ვითარცა პური, ვჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განვზავი 11პირისაგან რისხვისა და გულისწყრომისა შენისა, რამეთუ აღმიღე და დამაკუეთე მე. 12და დღენი ჩემნი, ვითარცა აჩრდილი, წარჴდეს, და მე ვითარცა თივაჲ, განვჴემ. 13ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ჰგიე, და საჴსენებელი შენი თესლითი თესლამდე. 14შენ აღსდგე და შეიწყალო სიონი, რამეთუ ჟამი წყალობისა მისისა, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი. 15რამეთუ სთნდეს მონათა შენთა ქვანი მისნი, და მიწასა მისსა სწყალობდენ. 16და ეშინოდის წარმართთა სახელისაგან უფლისა და ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა დიდებისაგან მისისა. 17რამეთუ აღაშენოს უფალმან სიონი და გამოუჩნდეს მას დიდებითა მისითა. 18მოჰხედნა ლოცვასა ზედა მდაბალთასა და არა შეურაცხ-ყო ვედრებაჲ მისი. 19დაიწერენ ესენი ნათესავად სხუად, და ერი დაბადებადი აქებდეს უფალსა; 20რამეთუ მოიხილა მაღლით წმიდით მისით, უფალმან ზეცით ქუეყანად გარდამოიხილა, 21რათა შეისმინოს სულთქმაჲ შებორკილებულთა და განჴსნნეს ნაშობნი მოკლულთანი, 22თხრობად სიონს სახელი უფლისაჲ და ქებულებაჲ მისი - იერუსალჱმს, 23შეკრებად ერისა ერთად და მეფენი მონებად უფლისა. 24მიუგო მას გზასა შინა ძლიერებისა მისისასა: სიმცირე დღეთა ჩემთა მითხარ მე. 25და ნუ განმიყვანებ მე კერძოთაგან დღეთა ჩემთასა; თესლით თესლადმდე არიან წელიწადნი შენნი. 26დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანა დააფუძნე, და ქმნილნი ჴელთა შენთანი ცანი არიან. 27იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი, ვითარცა სამოსელნი, დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი, სცვალნე იგინი, და იცვალნენ. 28ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადნი შენნი არა მოაკლდენ. 29ძენი მონათა შენთანი დაემკჳდრნენ, და ნათესავი მათი უკუნისამდე წარემართოს. |
წინა თავი | შემდეგი თავი |