მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 103 |
1აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსარებაჲ და დიდად შუენიერებაჲ შთაიცუ, 2შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი, ვითარცა კარავნი. 3რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თჳსა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა; 4რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა; 5რომელმან დააფუძნა ქუეყანა სიმტკიცესა ზედა თჳსსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე. 6უფსკრული, ვითარცა სამოსელი, გარემოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი. 7შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ჴმითა ქუხილისა შენისათა შეძრწუნდიან. 8აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი. 9საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდააჴდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა. 10რომელმან გამოადინნა წყარონი ჴევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი; 11სუან იგი ყოველთა მჴეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი წყურილსა მათსა. 12მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკჳდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ჴმაჲ მათი. 13დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთათა განძღეს ქუეყანა. 14რომელმან აღმოუცენა თივა პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით. 15და ღჳნო ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულ-ყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს. 16განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ. 17მუნ მფრინეელთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთა შერაცხილ მათდა. 18მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებლად ყურდგელთა. 19შექმნა მთოვარე ჟამთათჳს, მზემან ცნა ჟამი დასლვისა თჳსისა. 20დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მჴეცნი მაღნარისანი, 21ლეკუნი ლომთანი მყჳრალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა. 22აღმოუბრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თჳსთა დაადგრიან. 23გამოვიდეს კაცი საქმესა თჳსსა და შრომასა თჳსსა მიმწუხრადმდე. 24ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაჲ დაბადებულითა შენითა. 25ესე ზღუაჲ დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი, რომელთა არა არს რიცხჳ, მჴეცნი წურილნი დიდთა თანა; 26მას ზედა ნავნი ვლენან; ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა. 27ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი მათი ჟამსა; 28მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაჲ ჴელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა. 29ხოლო გარე-თუ-მიიქციი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თჳსად მიიქციან. 30გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისა. 31იყავნ დიდებაჲ უფლისაჲ უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თჳსთა. 32რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა, და კუმოდიან. 33ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩუენსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე. 34ტკბილ ეყავნ გალობაჲ ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ. 35მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უსჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა. დიდება |
წინა თავი | შემდეგი თავი |