მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 106

1აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი,

2თქუედ ჴსნილთა უფლისათა, რომელნი იჴსნნა ჴელისაგან მტერთასა, და ყოველთაგან სოფლებთა შეკრიბნა იგინი

3აღმოსავალით და დასავალით, ჩრდილოთ და ზღჳთ.

4შესცთეს იგინი უდაბნოსა ურწყულსა, გზაჲ ქალაქისა სამკჳდრებელისა არა პოეს;

5ჰშიოდა და სწყუროდა, და სული მათი მათგან მოაკლდა. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან იჴსნნა იგინი

6

7და უძღოდა მათ გზასა წრფელსა, რათა შევიდენ იგინი ქალაქსა მკჳდრობისა მათისასა.

8აუვარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,

9რამეთუ განაძღო სული ჴუებული და სული მშიერი აღავსო კეთილითა,

10მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინითა,

11რამეთუ განამწარნეს სიტყუანი ღმრთისანი და ზრახვა მაღლისა განარისხეს;

12და დამდაბლდა შრომითა გული მათი, მოუძლურდეს და არა ვინ იყო მწე მათდა.

13ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან განარინნა იგინი

14და გამოიყვანნა იგინი ბნელისაგან და აჩრდილთა სიკუდილისათა და საკრველნი მათნი განხეთქნა.

15აუარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,

16რამეთუ შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეფქვნა.

17შეეწია მათ გზისა მისგან უსჯულოებისა მათისა, რამეთუ ცოდვითა მათითა დამდაბლდეს;

18ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან, და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა.

19ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან აცხოვნა იგინი.

20მოუვლინა სიტყუაჲ მისი და განკურნნა იგინი და იჴსნნა იგინი განმხრწნელთაგან მათთა.

21აუვარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა,

22და შეწირედ მისა მსხუერპლი ქებისა და უთხრობდედ საქმეთა მისთა სიხარულით.

23რომელნა შთავლენან ზღუასა ნავებითა და იქმან საქმესა წყალთა შინა მრავალთა,

24მათ იხილნეს საქმენი უფლისანი და საკჳრველებანი მისნი ღრმათა შინა.

25თქუა, და აღდგა ქარი ნიავქარსა, და ამაღლდეს ღელვანი მისნი;

26აღვლენან ცამდე, შთავლენან უფსკრულამდე; და სული მათი ძჳრთა შინა დადნებოდა,

27შეშფოთნეს და შეძრწუნდეს, ვითარცა მთრვალნი, და ყოველი სიბრძნე მათი დაინთქა.

28ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან გამოიყვანნა იგინი.

29და უბრძანა ნიავქარსა, და იქცა ნიავად, და დასცხრეს ღელვანი მისნი;

30და იხარეს, რამეთუ დაყუდნეს, და მიუძღუა მათ ნავთსაყუდელსა ნებისა მისისასა.

31აუარებდით უფალსა, წყალობანი მისნი და საკჳრველებანი მისნი ძეთა კაცთასა.

32აღამაღლონ იგი კრებულსა შორის ერისასა და საყდრებსა შორის მოხუცებულთასა აქებდენ მას.

33დასხნა მდინარენი ოჴრად და გამოსავალნი წყალთანი - წყურიელად,

34ქუეყანა ნაყოფიერი - ბიცად უკეთურებისათჳს მკჳდრთა მისთასა.

35დადვა უდაბნო ტბად წყალთა და ქუეყანა ურწყული - გამოსადინელად წყალთა;

36დაამკჳდრნა მუნ მშიერნი, და იშენეს ქალიქები საყოფელად მათდა,

37და ითესეს ყანები და დაასხეს ვენაჴები და ყვეს ნაყოფი იფქლისა.

38და აკურთხნა იგინი, და განმრავლდეს ფრიად, და საცხოვარი მათი არა შეამცირა.

39და მოაკლდეს და განბოროტნეს ჭირისაგან ძჳრთასა და სალმობისა.

40მიეფინა შეურაცხებაჲ მთავართა ზედა მათთა, და შეაცთუნნა იგინი უვალსა და არაგზასა.

41და შეეწია გლახაკსა უპოვარებასა შინა მისსა და უძღოდა, ვითარცა ცხოვარსა, ტომებსა მათსა.

42იხილონ წრფელთა და იხარებდენ, და ყოველმან უსჯულოებამან დაიყოს პირი თჳსი.

43ვინ არს ბრძენ და დაიცვას ესე და გულისჴმა-ყუნეს წყალობანი უფლისანი? დიდება


წინა თავი შემდეგი თავი