მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 112

1აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა.

2იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე;

3მზისა აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს სახელი უფლისა.

4მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა უფალი, და ცათა შინა არს დიდებაჲ მისი.

5ვინ არს, ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ არს

6და მდაბალთა ჰხედავს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა?

7რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი,

8რათა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა;

9რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად.


წინა თავი შემდეგი თავი