მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 115 |
10მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე; ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად. 11და ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს. 12რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე? 13სასუმელი ცხორებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო. 14ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. 15პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა. 16ჵ, უფალო, მე მონა შენი, მე მონა შენი და ძე მჴევლისა შენისა; 17განჰხეთქენ საკრველნი ჩემნი, შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა და სახელსა უფლისასა ვხადო. 18ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა 19ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალჱმ! |
წინა თავი | შემდეგი თავი |