მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 117 |
1აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 2თქუნ სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 3თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; 4თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. 5ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ. 6უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან? 7უფალი არს მწე ჩემდა, მე ვიხილნე მტერნი ჩემნი. 8კეთილ არს მოსავ-ყოფა უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფა კაცისა მიმართ; 9კეთილ არს სასოებაჲ უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაჲ მთავართა მიმართ. 10ყოველი თესლები გარემომადგა მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ. 11გარემომადგეს მე და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ; 12მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ; 13მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფალმან ჴელი აღმიპყრა მე. 14ძალი ჩემი და გალობაჲ ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ. 15ჴმაჲ სიხარულისა და ცხორებისა საყოფელსა მართალთასა: მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი, 16მარჯუენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი. 17არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი. 18სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე. 19განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აუვარო უფალსა. 20ესე არს ბჭე უფლისაჲ, და მართალნი შევლენ ამას შინა. 21აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. 22ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; 23უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. 24ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა. 25ჵ, უფალო, მაცხოვნე მე, ჵ, უფალო, წარმიმართე მე. 26კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა; გაკურთხენით თქუენ სახლითა უფლისაჲთა. 27ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ; განმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყუავილთასა ვიდრე რქათამდე საკურთხეველისათა. 28ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ; ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგამაღლო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. 29აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. დიდებაჲ |
წინა თავი | შემდეგი თავი |