მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 125 |
1რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუჱ სიონისა, ვიქმნენით ჩუენ ნუგეშინისცემულ. 2მაშინ აღივსო სიხარულითა პირი ჩუენი და ენაჲ ჩუენი _ გალობითა; მაშინ თქუან წარმართთა შორის: განადიდა უფალმან ყოფა მათ თანა. 3განადიდა უფალმან ყოფა ჩუენ თანა, და ვიქმნენით ჩუენ სახარულევან. 4მოაქციე, უფალო, ტყუჱ ჩუენი, ვითარცა ღუარნი ბღუარითა. 5რომელნი სთესვიდენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ. 6მისლვით მივიდოდეს და ტიროდეს, რომელნი სთესვიდეს თესლსა მათსა; მოსლვით მოვიდოდეს და უხაროდა, რომელთა მოაქუნდა მჭელეულები მათი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |