მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 129

1ღრმით ამოღაღად-ვყავ შენდამი, უფალო;

2უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა; იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ჴმასა ვედრებისა ჩემისასა.

3უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს?

4რამეთუ შენ მიერ არს ლხნებაჲ. სახელისა შენისათჳს დაგითმე შენ, უფალო,

5დაუთმო სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა. ესავს სული ჩემი უფალსა

6საჴუმილავითგან განთიადისა მიმწუხრადმდე, საჴმილითგან განთიადისა

7ესევდინ ისრაჱლი უფალსა, რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაჲ და მრავალ არს მის მიერ გამოჴსნა.

8და თავადმან იჴსნის ისრაჱლი ყოველთაგან უსჯულოებათა მისთა.


წინა თავი შემდეგი თავი