მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 13

1თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და ბილწ იქმნენ იგინი უსჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ქმნნა სიტკბოებაჲ.

2უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისაჲ.

3ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაჲ, არავინ არს მიერთამდე. სამარე ზე აღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკვიდეს, გესლი ასპიტისა ბაგეთა ქუეშე მათსა, რომელთანი პირნი წყევითა და სიმწარითა სავსე არიან, განმზადებულ არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა. შემუსრაჲ და სალმობაჲ არს გზანი მათნი, და გზანი მშჳდობისანი არ იცნეს, არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა.

4არა გულისხმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმელებრ, პურებრ,

5უფალსა არა ხადეს. მუნ შეეშინა შიში, სადა-იგი არა იყო შიში,

6რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა. ზრახვასა გლახაკისასა არცხუენთ, ხოლო უფალი სასო მისსა არს.

7ვინ მოსცეს სიონით ცხორებაჲ ისრაჱლსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუჱ ერისა თჳსისა, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაჱლი. დიდება


წინა თავი შემდეგი თავი