მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 134

1აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა.

2რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.

3აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ;

4რამეთუ იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან და ისრაჱლი - საბრძანებელად თჳსად.

5რამეთუ მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა;

6ყოველივე, რაოდენი ინება უფალმან, ქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა;

7აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ და ელვანი წჳმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა;

8რომელმან დასცნა პირმშონი ეგჳპტისანი კაცთაგან მიპირუტყუთამდე;

9გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგჳპტე, ფარაოს ზედა და ყოველთა მონათა მისთა;

10რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი:

11სეონ, მეფე ამორეველთა, და ოგ, მეფე ბასანისა, და ყოველნი მეფენი ქანანისანი;

12და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, სამკჳდრებელად ისრაჱლსა, ერსა თჳსსა.

13უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და საჴსენებელი შენი თესლითი თესლადმე.

14რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი. და მონათა თჳსთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს.

15კერპნი წარმართთანი ოქროსა და ვეცხლისანი, ქმულნი ჴელთა კაცისანი.

16პირ-ათქს და არა იტყჳან; თუალ-ასხენ და არა ხედვენ,

17ყურ-ასხენ და ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა.

18ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი.და ყოველნი, რომელნი ესვენ მას

19სახლი ისრაჱლისა აკურთხევდით უფალსა, სახლი აჰრონისი აკურთხევდით უფალსა,

20სახლი ლევისი აკურთხევღით უფალსა, მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.

21კურთხეულ არს სიონით გამო, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს.


წინა თავი შემდეგი თავი