მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 139

1დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი.

2განმარინე მე, უფალო, კაცისაგან უკეთურისა და კაცისა ცრუჲსაგან მიჴსენ მე,

3რომელთა ზრახეს უსჯულოებაჲ გულსა შინა მათსა, ყოველსა დღესა განაწყობენ ბრძოლათა;

4აღილესეს ენაჲ მათი, ვითარცა გუელისა, და გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა.

5მიცევ მე, უფალო, ჴელისაგან ცოდვილისა და კაცთა უსამართლოთაგან მიჴსენ მე, რომელთა ზრახეს დაბრკოლებაჲ სლვათა ჩემთა;

6დამირწყეს მე ამპარტავანთა მახე და საბლითა განართხეს მახე ფერჴთა ჩემთათჳს და გარემოს ალაგთა საცთური დამიგეს მე.

7ვარქუ უფალსა: ღმერთი ჩემი ხარი შენ, ისმინე, უფალო, ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა.

8უფალო, უფალო, ძალო ცხორებისა ჩემისაო, მფარველ ეყავ თავსა ჩემსა დღესა ბრძოლისასა.

9ნუ მიმცემ მე, უფალო, გულისთქმისა ჩემისაგან ცოდვილსა; განიზრახეს ჩემთჳს, ნუ დამაგდებ მე, ნუუკუე ამაღლდენ.

10თავმან შესაკრებელისა მათისამან და შრომამან ბაგეთა მათთამან დაფარნეს იგინი.

11დაეცემოდიან მათ ზედა ნაკუერცხალნი ცეცხლისანი, დაამჴუნე იგინი გლახაკობითა, და ვერ დაუთმონ.

12კაცსა ენოვანსა არა წარემართოს ქუვყანასა ზედა, კაცი ცრუჲ ძჳრმან მოინადიროს განსახრწნელად.

13უწყი, რამეთუ ყოს უფალმან სასჯელი გლახაკთა და სამართალი დავრდომილთა.

14ხოლო მართალთა აუვარონ სახელსა შენსა, და წრფელთა დაიმკჳდრონ წინაშე პირსა შენსა. დიდება


წინა თავი შემდეგი თავი