მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 141 |
1სიბრძნით დავითის ლოცვაჲ, ოდეს იყო ქუაბსა შინა. 2ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე. 3განვჰფინო მის წინაშე ვედრებაჲ ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა. 4მო-რა-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსაცა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე. 5ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არა ვინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლა ჩემგან, და არა ვინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა. 6ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და ვთქუ: შენ ხარ სასო ჩემი, და ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა. 7მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად: მიჴსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროს. 8გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აუარო სახელსა შენსა. მე მელიან მართალნი, ვიდრემდის მომაგო მე. |
წინა თავი | შემდეგი თავი |