მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 143

1კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა.

2წყალობაო ჩემო და შემწეო ჩემო, და მჴსნელო ჩემო; შესავედრებელი ჩემი, და მე ვესავ მას, რომელმან დაამორჩილა ერი მისი ჩემ ქუეშე.

3უფალო, რა არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას, ანუ ძე კაცისა, რამეთუ შეჰრაცხე იგი?

4კაცი ამავოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი, ვითარცა აჩრდილნი, წარვლენ.

5უფალო, მოდრიკენ ცანი და გარდამოჴედ, შეახე მთათა და კუმოდიან.

6გამოაბრწყინვენ ელვანი და განაბნინე იგინი, გამოავლინენ ისარნი შენნი და შეაძრწუნენ იგინი.

7გამოავლინე ჴელი შენი მაღლით, მიჴსენ და განმარინე მე წყალთაგან მრავალთა, ჴელთაგან შვილთა უცხოთესლთასა,

8რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუისა.

9ღმერთო, გალობითა ახლითა გაქებდე შენ,

10რომელმან მისცა ცხორებაჲ მეფეთა, რომელმან იჴსნა, დავით, მონა თჳსი, მახჳლისაგან ბოროტისა.

11მიჴსენ და განმარინე მე ჴელთაგან შვილთა უცხოთესლთასა, რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუისა.

12რომელთანი ძენი მათნი, ვითარცა ახალნერგნი, განმტკიცებულ არიან სიჭაბუკესა შინა მათსა, ასულნი მათნი განშუენებულ არიან და აღმკულ, ვითარცა მსგავსებაჲ ტაძრისა,

13საუნჯენი მათნი სავსე არიან და გარდაეცემიან ურთიერთას, ცხოვარნი მათნი მრავლისმშობელ არიან, განმრავლებულ გამოსავალსა მათსა,

14და ზროხანი მათნი ზრქელ არიან, არა არს დაცემა ზღუდისა, არცა განსავალ, არცა ღაღადებაჲ უბნებსა მათსა.

15ჰნატრეს ერსა მას, რომლისა-ესე ესრეთ არს; ნეტარ არს ერისა მის, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი.


წინა თავი შემდეგი თავი