მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 2

1რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?

2შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს.

3განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი.

4რომელი დამკჳდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ყუნეს იგინი

5მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და გულისწყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი.

6ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა

7თხრობად ბრძანებასა უფლისასა. უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, და დღეს მიშობიე შენ.

8ითხოენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკჳდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი.

9ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისათა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი.

10და აწ, მეფენო, გულისჴმა-ყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი

11ჰმონეთ ნფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით.

12მიიღეთ სწავლა, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა,

13რაჟამს აღატყდეს მყის გულისწყრომა მისი. ნეტარ არიან ყოველნი რომელნი ესვენ მას.


წინა თავი შემდეგი თავი