მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 21

1დასასრულსა, შეწევნისათჳს საცისკროსა, ფსალმუნი დავითისი

2ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაჲსათჳს დამიტევე მე? შორს არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი.

3ღმერთო ჩემო, დღისი ჴმა-ვყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე არა იღუაწე ჩემთჳს.

4ხოლო შენ წმიდასა შინა დამკჳდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაჱლისაჲ.

5შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იჴსნენ იგინი;

6შენდამი ღაღადებდეს და ცხონდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა.

7ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა.

8ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხევდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა.

9ესვიდა უფალსა და იჴსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი.

10რამეთუ შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოჲთ, სასოო ჩემო, დედის ძუძუთ ჩემითგან.

11შენდა შევვარდი მე საშოჲთგან, დედისმუცლით ჩემითგან. ღმერთი ჩემი ხარი შენ,

12ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე და არა ვინ არს მწე ჩემდა.

13გარემომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პოხილთა მომიცვეს მე;

14აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყჳრალმან.

15ხოლო მე, ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი, ვითარცა ცჳლი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა.

16განჴმა, ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილისა შთამჴადე მე.

17რამეთუ გარემომადგეს მე ძაღლებ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარემომიცვა მე;

18განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი. და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე,

19განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.

20ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ჴელის აპყრობად ჩემდა მომხედენ;

21იჴსენ მახჳლისაგან სული ჩემი და ჴელთაგან ძაღლთასა მხოლოდშობილებაჲ ჩემი;

22მიჴსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისათა - სიმდაბლე ჩემი;

23მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის ეკლესიასა გიგალობდე შენ.

24მოშიშნი უფლისანი აქებდით მას და ყოველი ნათესავი იაკობისი ადიდებდით მას;

25ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისრაჱლისასა, რამეთუ არა შეურაცხ-ყო, არცა მოიწყინა ლოცვა გლახაკისა, არცა გარემიაქცია პირი მისი ჩემგან და ხადილსა ჩემსა მისა მიმართ ისმინა ჩემი.

26შენ მიერ არს ქებაჲ ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა.

27ჭამონ დავრდომილთა და განძღენ და აქებდენ უფალსა მეძიებელნი მისნი, ცხონდენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე.

28მოიჴსენონ და მოიქცენ უფლისა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და თაყუანის-სცენ წინაშე მისსა ყოველთა ტომთა თესლებისათა;

29რამეთუ უფლისაჲ არს სუფევა და იგი მეუფებს ყოველთა ზედა წარმართთა.

30ჭამეს და თაყვანი-სცეს ყოველთა პოხილთა ქუეყანისათა; მის წინაშე დაცჳოდიან ყოველნი, რომელნი შთავლენენ მიწად.

31და სული ჩემი მისა ცხოველ არს და ნათესავმან ჩემმან ჰმონოს მას;

32ეუწყოს უფალსა ნათესავი მომავალი. და უთხრობდენ სიმართლესა მისსა ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან.


წინა თავი შემდეგი თავი