მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 24

1შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი.

2ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე,

3ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი. და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს.

4ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად. გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე.

5მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე.

6მოიჴსენე მოწყალებათა შენთა, უფალო, და წყალობანი შენნი, რამვთუ საუკუნითგან არიან.

7ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიჴსენებ; წყალობითა შენითა მომიჴსენე მე სიტკბოებისა შენისათჳს, უფალო.

8რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთჳს შჯულიერ-ყუნეს ცოდვილნი გზასა.

9უძღუეს მშჳდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშჳდთა გზანი მისნი.

10ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ მათთჳს, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა.

11სახელისა შენისათჳს, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს.

12ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ-ყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა;

13სულმან მისმან კეთილსა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკჳდროს ქუეყანა.

14ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თჳსი აუწყოს მათ.

15თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერჴნი ჩემნი.

16მოიხილე ჩემ ზედა შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდშობილ და გლახაკ ვარი მე.

17

18იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი.

19იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილით ამაოდ მომიძულეს მე.

20იცევ სული ჩემი და მიჴსენ მე და ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გესავ შენ.

21უმანკონი და წრფელნი შემომეყუნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ, უფალო.

22იჴსენ, ღმერთო, ისრაჱლი ყოველთგან ჭირთა მისთა.


წინა თავი შემდეგი თავი