მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ფსალმუნნი |
თავი 26 |
1უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე? 2მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ჴორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს. 3გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა. აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლა, ამისთჳს მე შენ გესავ. 4ერთი ვითხოე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაჲ უფლისაჲ და მოხილვად ტაძარი მისი. 5რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამიფარა მე დაფარულსა კარვისა მისისასა, 6კლდესა ზედა აღმამაღლა მე. და აწ, ესერა, აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარემოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისა, ვაქებდე და უგალობდე უფალსა. 7ისმინე, უფალო, ჴმისა ჩემისა, რომლითა ღაღად-ვყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი. 8შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო. 9ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუცა დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო. 10რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე. 11შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა შენსა, და მიძეღუ მე ალაგთა შენოა წრფელთა 12მტერთა ჩემთათჳს. ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუემან თავსა თჳსსა. 13მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისა ქუეყანასა მას ცხოველთასა. 14დაუთმე უფალსა; მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა. დიდება |
წინა თავი | შემდეგი თავი |