მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 3

1ფსალმუნი დავითისი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან აბესალომისა, ძისა თჳსისა

2უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღდგეს ჩემ ზედა.

3მრავალთა ჰრქჳან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაჲ მისი ღმრთისა მიერ მისისა.

4ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდებაჲ ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.

5ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.

6მე დავწევ და დავიძინე და განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.

7არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე. აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო,

8რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.

9უფლისაჲ არს ცხორებაჲ და ერსა შენსა ზედა არს კურთხევა შენი. დიდებაჲ


წინა თავი შემდეგი თავი