მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 31

1ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი.

2ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ, არცა არს პირსა მისსა ზაკუაჲ.

3რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძუალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე;

4რამეთუ დღე და ღამრ დამიმძიმდა ჩემ ზედა ჴელი შენი; მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი.

5ცოდვა ჩემი გაუწყე შენ და უსჯულოება ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაჲ გულისა ჩემისა.

6ამისთჳს ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდაჲ ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღუნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს.

7შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი გარემომადგეს მე; სიხარულო ჩემო, მიჴსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე.

8გონიერ-გყო შენ და გულისხმა-გიყო შენ გზასა მას, რომელსაცა ხჳდოდი; ვიგნე შენ ზედა თუალნი ჩემნი.

9ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა; ჭიმითა და აღჳრითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მიგეახლნეს.

10მრავალ გუემა არიან ცოდჳლთათჳს, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, წყალობაჲ გარემოადგეს მათ.

11იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნო, და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაჲ


წინა თავი შემდეგი თავი