მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 32

1იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ, და წრფელთა შუენის ქებაჲ.

2აუვარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა უგალობდით მას.

3აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა.

4რამეთუ წრფელ არს სიტყუაჲ უფლისაჲ და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან;

5უყუარს წყალობაჲ და მსჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაჲთა სავსე არს ქუეყანაჲ.

6სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა - ყოველი ძალი მათი.

7შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერთა, წყალთა ზღჳსათა და დაასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა.

8ეშინოდენ უფლისაჲ ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკჳდრებულნი სოფლისანი.

9რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს.

10უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ყვნის გულისსიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ყვნეს ზრახვანი მთავართანი;

11ხოლო ზრახვა უფლისაჲ უკუნისამდე ჰგიეს და გულისსიტყუანი გულისა მისისანი - თესლითი თესლადმდე.

12ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკჳდრებელად თჳსად.

13ზეცით მოხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი;

14განმზადებულით სამკჳდრებელით თჳსით მოხედნა ყოველთა ზედა სამკჳდრებულთა ქუეყანისათა,

15რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისჴმა-ყუნის ყოველნი საქმენი მათნი.

16არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თჳსითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისაჲთა.

17ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თჳსითა არა განერეს.

18აჰა, ესერა, თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ წყალობასა მისსა,

19ჴსნად სიკუდილისაგან სულთა მათთა და გამოზრდად მათდა სიყმილსა.

20ხოლო სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამეთუ მწე და მფარველ არს იგი ჩუენდა;

21რამეთუ მისა მიმართ იხარებდეს გული ჩუენი და სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდეთ.

22იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ.


წინა თავი შემდეგი თავი